Casio Loopy

Casio Loopy
შემქმნელი Casio
ტიპი სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მეხუთე თაობა
გამოშვების თარიღი იაპ 19 ოქტომბერი, 1995
შეწყდა 1996
მედია სათამაშო კარტრიჯი
პროცესორი 32 ბიტიანი RISC SH-1 (SH7021)
კონტროლერის შეტანა გეიმპადი, მაუსი
წინა PV-1000

Casio Loopy Casio Loopy (იაპონ. ルーピー რუპი) — 32 ბიტიანი მეხუთე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შემუშავებული კომპანია Casio-ს მიერ მხოლოდ იაპონიაში. სისტემა გაყიდვაში გამოვიდა 1995 წლის 19 ოქტომბერს[1][2][3][4] და ძირითადად გათვლილი იყო სკოლამდელი და სკოლის მოსწავლე გოგონებისთვის.[5][6]. PV-1000-ის შემდეგ წარმოადგენს Casio-ს მიერ წარმოებულ რიგით მეორე და უკანასკნელ კონსოლს.

სისტემა აღჭურვილი იყო RISC-ის SH-1 პროცესორით,[2][3] მარტივი სტანდარტული გეიმპადითა (კონტროლერის მხოლოდ ერთი პორტით) და მაუსით[2], რომლის მხარდაჭერა მხოლოდ ორ თამაშს გააჩნდა.[6] სხვა იმდროინდელი კონსოლებისგან განსხვავებით, არ ჰქონდა მრავალმოთამაშიანი რეჟიმის მხარდაჭერა.[5][6] PV-1000-ისგან განასხვავებდა ჩაშენებული თერმოპრინტერი, რომელსაც შეეძლო თამაშის სკრინშოტების ამობეჭდვა სტიკერებად.[2][3][4][5][6] მსგავსი პრინტერი, (მხოლოდ შავ-თეთრი) სახელწოდებით Game Boy Printer, შემუშავდა 1998 წელს პორტატიულ კონსოლ Game Boy-სთვის. აგრეთვე გაყიდვაში გამოვიდა პერიფერიული მოწყობილობა, Magical Shop Word Processor, სპეციალური ადაპტერი, რისი დახმარებითაც შესაძლებელი იყო DVD დამკვრელის მიერთება კონსოლზე.

კონსოლის თამაშების ბიბლიოთეკა მეტად მწირი იყო, ჯამში 10 ერთეული[2][3] და ყოველი მათგანი იაპონურ ენაზე იყო. გამომდინარე იქიდან, რომ Casio Loopy-ის მომხმარებელთა რიცხვი წარმოადგენდა საშუალო ასაკის გოგონებს, თამაშების უმეტესობა მოიცავდა ტანისამოსის მოზომვასა და კოსმეტიკის დატანებას ვირტუალურ პერსონაჟებზე,[2][3][4][5] აგრეთვე პაემნისა და ცხოვრების სიმულატორის თამაშებს.[6]

სისტემა, მისი წინამორბედის PV-1000-ის მსგავსად კომერციულად წარუმატებელი აღმოჩნდა, გამოსვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ, 1996 წელს Casio-მ საბოლოოდ შეწყვიტა მისი წარმოება.

  1. ინფორმაცია კონსოლის შესახებ საიტზე GameFAQs
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 ინფორმაცია კონსოლის შესახებ დაარქივებული 2010-11-21 საიტზე Wayback Machine. საიტზე Old-Computers
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 ინფორმაცია კონსოლის შესახებ სიტზე სათამაშო კონსოლების ბიბლიოთეკა
  4. 4.0 4.1 4.2 ინფორმაცია კონსოლის შესახებ დაარქივებული 2012-02-10 საიტზე Wayback Machine. საიტზე Play:Right
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 ინფორმაცია კონსოლის შესახებ დაარქივებული 2019-02-17 საიტზე Wayback Machine. საიტზე Ultimate Console Database
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 ინფორმაცია კონსოლის შესახებ საიტზე RF Generation

From Wikipedia, the free encyclopedia · View on Wikipedia

Developed by Tubidy